Accentnews.ge
სუს–ი: 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დააზიანა“

სუს–ი: 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დააზიანა“

16/04/2020 10:47:38 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა. საკითხზე სუს–ი "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის" ქვეთავში წერს.

"აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის "მიღებულ ნორმად" დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ცნობისთვის: 2019 წლის 20 ივნისის მოქალაქეებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა და პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტეს.

დღის ბოლოს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ღამით კი ხელისუფლებამ აქცია მონაწილეების მხრიდან ძალადობის მოტივით დაშალა დაიწყო. აქციის დაშლის დროს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა. მოგვაინებით, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღიარა, რომ გავრილოვის ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში ვიზიტი უსაფრთხოების კონტაქსტში არ ყოფილა განხილული და შეფასებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S