ამირან გამყრელიძე: "ქვეყანაში 16 სამედიცინო მუშაკი გვყავს ინფიცირებული"
16/04/2020 10:53:54 პოლიტიკა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 სამედიცინო მუშაკია. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"ექიმების საზოგადოების ნაწილი ვართ... დღეს დილის მონაცემებით, უკვე გვყავს 16 დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდან... ეს ადამიანები როცა ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ სამი-ოთხი კვირა... რეანიმაციის ექიმები თუ "ჩაგვიწვნენ", ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს", - თქვა მან.
საქართველოში ამ ეტაპზე 336 ინფიცირებული ადამიანია, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა 3 კი გარდაიცვალა.


