Accentnews.ge
სუს–ი „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებულ ინსტრუმენტებს ასახელებს

სუს–ი „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებულ ინსტრუმენტებს ასახელებს

16/04/2020 11:17:59 პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები. კერძოდ, როგორც სუს–ის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ. საქართველოში გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად, კერძოდ, „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის, განაგრძობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების შესწავლას.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში იკვეთება ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი:

  • საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია)
  • ე.წ. საინფორმაციო ომი
  • ე.წ. რბილი ძალა
  • ეკონომიკური ბერკეტები
  • ფარული ოპერაციები

სუს–ის შეფასებით, „რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს ოკუპირებულტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, ასევე ადგილზე მოქმედი დე ფაქტო რეჟიმები. აღნიშნული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია“.

სუს–ში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაფინანსებული, მართული თუ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერილი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შემცირება-განეიტრალების მიზნით. დგინდებოდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირები, მათი მოქმედების არეალი და მათ წინაშე დასახული ამოცანები, თუმცა დეტალები, რა სახის ზომები გატარდა, იქნა თუ არა ვინმე პასუხისგებაში მიცემული და თუ კი, რამდენი, არაა მითითებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S