Accentnews.ge
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარების მესამე პარტია მიაწოდეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარების მესამე პარტია მიაწოდეს

16/04/2020 14:04:47 კონფლიქტები

გაერო-ს განვითარების პროგრამამ ევროკავშირთან თანამშრომლობით ოკუპირებულ აფხაზეთს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სახარჯე მასალების მესამე პარტია მიაწოდა.

ამჯერად დახმარების პაკეტი 4300 ერთეულ KN95 რესპირატორულ ნიღაბს, ბიოდაცვის 1000 კოსტუმსა და სათვალეს, 11 000 წყვილ ერთჯერად ხელთათმანს, 110 დამცვალ ფარს, 1 300 ლიტრ ანტისეპტიკსა და დეზინფექტორს, ასევე 188 ლიტრ თხევად საპონს მოიცავს. ტვირთის ჯამური ღირებულება 40 ათას ევროს შეადგენს.

თანხა ევროკავშირმა გამოყო. დახმარების საერთო ოდენობა, ორი წინა პარტიის ჩათვლით, დაახლოებით 100 000 დოლარს შეადგენს იმ თანხების ჩათვლით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და გაერო-ს განვითარების პროგრამის ძირითადმა ფონდმა გამოყვეს.

«საბედნიეროდ, ამ დრომდე აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა სხვა ადგილებში ვირუსის გავრცელება მეტყველებს იმაზე, რომ თავი არ უნდა ვიმშვიდოთ. მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის მიმართ იმის გამო, რომ ეპიდემიის შეკავებისთვის აუცილებელი მიწოდებების განხორციელება უზრუმველჰყო», – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

გარდა ამისა, ამ პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის ფართო ინფორმირებისთვის შესაბამისი საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

• მანამდე ოფიციალურმა თბილისმა სოხუმსა და ცხინვალს მოუწოდა, ნუ მოახდენენ ჰუმანიტარული დახმარების საკითხის პოლიტიზირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S