
ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს
17/04/2020 11:18:23 კონფლიქტები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხელი ხაზი გააქტიურებულია, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – აცხადებენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.