
ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი
20/04/2020 05:57:03 სამართალი
თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტყვია შუბლის არსეში მოხვდა.
გასროლა სავარაუდოდ, „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან განხორციელდა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე საქმე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.