Accentnews.ge
სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს

სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს

20/04/2020 08:23:58 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. კერძოდ, ენმ–ის ცნობით, სააკაშვილი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

"გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ . მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთმორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკირი გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება", - აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S