Accentnews.ge
პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

20/04/2020 19:47:26 სამართალი

მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ირკვევა, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა: სავარაუდო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ–ერთი ვერსიით, დაპირისპირებისას სასაზღრო პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს ესროლა.

თემის რწმუნებული სოსო ზურაბიანი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვინაიდან მეგობრობდნენ და წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ. თავად ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე სულ ოთხი პირი იმყოფებოდა, მათგან ერთი მიიმალა, ერთი მოკლულია, ორი კი სამართალდამცველებმა დაკითხეს.

„მგონია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარსულში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ – მეგობრები იყვნენ. შეკამათება ჰქონიათ, მერე არ ვიცი რა, როგორ მოხდა. გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. თვითონ ვინც ისროლა, არ არის დაკავებული, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მერე არავინ არ იცის, სად წავიდა. ახლაც ეძებს მოსახლეობა, პოლიციაც, მაგრამ ვერ პოულობენ".

ფაქტზე გამოძიებას სსკ–ის 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) პროკურატურა აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S