Accentnews.ge
ლავროვი: მოსკოვი უახლოეს ხანებში საქართველოსთან ავიამომისვლის აღდგენის საკითხის გადაჭრას იმედოვნებს

ლავროვი: მოსკოვი უახლოეს ხანებში საქართველოსთან ავიამომისვლის აღდგენის საკითხის გადაჭრას იმედოვნებს

21/04/2020 10:46:28 პოლიტიკა

მოსკოვი უახლოეს ხანებში საქართველოსთან ავიამომისვლის აღდგენის საკითხის გადაჭრას იმედოვნებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გორჩაკოვის ფონდის ეგიდით გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, სადღეისოდ ავიამიმოსვლა ჯერ-ჯერობით გაყინულია. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში ამ პრობლემის გადაჭრას შევძლებთ. ჩვენთვის მთავარია, თბილისში არ აგორებდნენ რუსოფობიურ კამპანიას, არ იყოს მართლმადიდებლობის მსოფლიო ასამბლეის დროს მომხდარის მსგავსი ექსცესები, რომელმაც, რა თქმა უნდა, გვაიძულა, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე დავფიქრებულიყავით. თუმცა შემდგომში ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება დაცული იქნება, სადღეისოდ მაინც უკვე ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ავიამიმოსვლა გაყინულია", - დასძინა მან.

ცნობითვის: ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის ივნისში, “გავრილოვის ღამის” სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიზღუდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S