შსს–ში საკადრო ცვლილებებია
22/04/2020 07:42:33 პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა.
მერაბ წურწუმია აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა.
ის უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე1990 წლიდან სხვადასხვა მუშაობდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაძლოა, სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი აკაკი ხასაია დაინიშნოს.
თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა შოთა ხაჟომიამაც.
შოთა ხაჟომიას უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე მას 2017 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსის პოზიციას.


