ნათელაშვილი ოჯახზე 1000–ლარიანი კომპენსაციის გაცემას მოითხოვს
22/04/2020 08:38:55 პოლიტიკა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "კომენდანტის საათის" გაუქმებას, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას და ოჯახებზე 1000–ლარიანი კომპენსაციის გაცემას მოითხოვს.
მისი თქმით, პოლიტიკური ძალა შექმნილი ვითარებით სარგებლობს.
"ოლიგარქმა დაიწყო დიქტატურის დაგვირგვინება, ძალაუფლების უზურპაცია – მშიერი ხალხი ბინებში გამოკეტა და მათ სოციალური გენოციდი მოუწყო. ამის მიზანი საპროტესტო ტალღის ჩახშობა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ან არჩევნების უცხვად გადადებაა. ე.წ. ვაიპარლამენტი შეკრებილია და ამ დანაშაულებრივი მდგომარეობის გაგრძელებას აპირებს. მათ მოვუწოდებ, თუ სინდისის ნატამალი დარჩათ, რაშიც ეჭვი მეპარება: გააუქმეთ კომენდანტის საათი, აღადგინეთ მაღაზიების, აგრარული ბაზრების, ტრანსპორტის მუშაობა, გაეცით 1000–ლარიანი კომპენსაცია ოჯახებზე – ეს ხალხის მოთხოვნაა, სხვა შემთხვევაში, ამას ხალხი პირადად გეტყვის და შეიძლება, ეს თქვენთვის დაგვიანებული იყოს. ივანიშვილის მილიარდები კიდევ უფრო ივსება: მათი სუპერმარკეტები, აფთიაქები მუშაობს, მათი ნავთობი და გაზი ჩვეულებრივ გადაიზიდება, მათი სატრანსპორტო ტვირთები აზიაში ჩვეულებრივ გადაადგილდება – მოიცილეს კონკურენტები, ხალხზე პასუხისმგებლობა, კომპენსაციების გაცემაზე და დაუდგათ შესანისნავი შესაძლებლობა, როდესაც ხალხს პროტესტის უფლებაც კი აკრძალული აქვს. ტრანსპორტის მოძრაობა მაინც რატომ დაბლოკეს? როდის იყო, მანქანიდან მანქანას გადაეცემოდა ვირუსი, თუ აქ ბინძური პოლიტიკური მიზნქბეი არაა ჩადებული?",– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის: მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ითხოვს, ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალბა 27 მაისამდე გახანგრძლივდა.


