22-04-2020 18:26:36 პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვის მთავრობა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის დასახმარებლად 100 ათას ევროს გამოყოფს.
როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვაში მომუშავე კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყოფა:
„ლიეტუვა განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას: ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა, 100 ათასი ევრო გამოყოს ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, როგორც ჰუმანიტარული დახმარება სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რომელიც COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად“.