Accentnews.ge
ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობით აღარ გაიმართება

ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობით აღარ გაიმართება

22/04/2020 14:31:16 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს, სტრასბურგში უნდა ჩატარებულიყო, 2020 წლის 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ. შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს სტრასბურგში, გაიმართება 2020 წლის 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S