ზელენსკი: “სააკაშვილს გააჩნია პოტენციალი უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად”
22/04/2020 14:38:16 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გააჩნია პოტენციალი უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული «უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინის განვითარებაში მისი შესაძლო დახმარების შესახებ ხედვებს გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილი ცნობილია საერთაშორისო ასპარეზზე და უკვე აჩვენა რეფორმების წარმატებული დანერგვის გამოცდილება. პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ ბ-ნ სააკაშვილს გააჩვია პოტენციალი უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა ბ-ნ სააკაშვილს საკუთარი ხედვების უკრაინის პარლამენტისა და მთავრობისთვის გაზიარება შესთავაზა», - ნათქვამია განცხადებაში.


