Accentnews.ge
პუშკოვი: „დიდი ხანია, მიშა სახურავზე არ დამალულა“

პუშკოვი: „დიდი ხანია, მიშა სახურავზე არ დამალულა“

22/04/2020 15:17:35 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეთავაზება რუსეთის ფედერაციის საბჭოში არ მოეწონათ. კერძოდ, როგორც ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი „ტვიტერზე“ წერს, „სააკაშვილი ამბობს, რომ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერის პოსტის დასაკავებლად დაუძახა. ახლა კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, როდის იჩხუბებენ ისინი“.

მისი თქმით, სააკაშვილს კიევის ხელმძღვანელობასთან ჩხუბის განხრით „დიდი გამოცდილება“ აქვს და „საეჭვოა, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა“.

„დიდი ხანია რაღაც, კიევში მიშა სახურავზე არ დამალულა“, - წერს პუშკოვი.

ცნობისთვის: როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა მას ვიცე–პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილს გააჩნია პოტენციალი უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად.

"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინის განვითარებაში მისი შესაძლო დახმარების შესახებ ხედვებს გაეცნო.

მიხეილ სააკაშვილი ცნობილია საერთაშორისო ასპარეზზე და უკვე აჩვენა რეფორმების წარმატებული დანერგვის გამოცდილება. პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ ბ-ნ სააკაშვილს გააჩვია პოტენციალი უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა ბ-ნ სააკაშვილს საკუთარი ხედვების უკრაინის პარლამენტისა და მთავრობისთვის გაზიარება შესთავაზა», - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S