Accentnews.ge
„გლოვოს“ კურიერი "გირჩის" აქციაზე შეკვეთის მიტანის შემდეგ დაჯარიმდა

„გლოვოს“ კურიერი "გირჩის" აქციაზე შეკვეთის მიტანის შემდეგ დაჯარიმდა

23/04/2020 13:52:40 სამართალი

„გლოვოს“ კურიერი იპოდრომის ძველ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე შეკვეთის მიტანის გამო 3 000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც კურიერი განმარტავს, თავად აქციაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა სამართალდამცველებმა განსხვავებულად ჩათვალეს.

„იპოდრომზე დავტოვე შეკვეთა და 3 000 ლარით დამაჯარიმეს სამართალდამცველებმა იმისთვის, რომ იქ შეკრებილ ხალხში რღაცნაირად ავირიე, რადგან იმ მომენტში იქ ვიყავი. ახსნა–განმარტება სამწუხაროდ, არ მოქმედებს – თავად გადაწყვიტეს, რომ მე შეკრებაში ვიღებდი მონაწილეობას და მათი გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რომ ეს ჯარიმა დაიწეროს“,– განაცხადა დაჯარიმებულმა.

ცნობისთვის: საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია რიგი აკრძალვები, მათ შორის – შეკრება – მანიფესტაცია.

23 აპრილს „გირჩმა“ აქცია გამართა. სამართალდამცველებმა 15 პირი დააჯარიმეს, სამი კი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S