ვინ რა სახის დახმარებას მიიღებს პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი

24-04-2020 14:58:52 საზოგადოება ,ეკონომიკა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, განისაზღვბრა ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ:

  • დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს – თვეში 200 ლარს დახმარებას მიიღებენ;
  • ყველა კომპანია, რომელიც თითოეულ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში;
  • თვითდასაქმებულები იდენტიფიცირების შემდეგ ერთჯერადად 300–ლარიან დახმარებას მიიღებენ.
  • ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000–სა და 100 000–ს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ;
  • ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 000–მდე და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ასევე დაეხმარება 600 ლარის ოდენობით.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილები და ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებით ისარგებლებენ;
  • 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით გაეზრდებათ;
  • ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება;
  • კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ „აწარმოე საქართველოს“ ინსტრუმენტებით და კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტებით სარგებლობას, სახელმწიფო რესურსზე წვდომას უმარტივებს;
  • კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი: ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი.

სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური ჯგუფები ფინანსურ დახმარებას მაისიდან მიიღებენ, ხოლო ათვლა, მარტიდან დაიწყება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები