Accentnews.ge
NATO: „ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ"

NATO: „ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ"

10/06/2019 14:22:19 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

NATO ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

„NATO საქართველოს ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ეს „არჩევნები“საქართველოში არსებული სიტუაციის მოგვარებას ხელს არ უწყობს. NATO–ს მოკავშირეები საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ სცნობენ. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განუცხადეს „აქცენტს“ NATO–ში.

ცნობისთვის: გუშინ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, „არჩევნებში“ მმართველმა პარტიამ „Единая Осетия” გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული  - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა. საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა, იგი ხვალ, დილის 6 საათიდან გაიხსნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S