Accentnews.ge
გოცირიძე – სააკაშვილის ვიცე–პრემიერობაზე: „ხელისუფლებისთვის სერიოზული სილის გაწნვაა“

გოცირიძე – სააკაშვილის ვიცე–პრემიერობაზე: „ხელისუფლებისთვის სერიოზული სილის გაწნვაა“

24/04/2020 12:27:59 პოლიტიკა

ენმ–ის წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნვა საქართველოს ხელისუფლებისთვის სილის გაწნვაა.

„მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა დანიშნავენ ვიცე–პრემიერად უკრაინაში და არ ვიცით, შემდეგ რად – შეიძლება პრემიერადაც..მაგრამ ეს ამ ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სილის გაწნვაა: ეს კიდევ ერთხელ იყო იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია“,– განაცხადა რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საკითხის კომენტირებისას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე–პრემიერად დაინიშნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნების ურთიერთობაზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ნაბიჯი მიუღებელია და ამაზე თბილისს რეაქცია ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S