Accentnews.ge
კახეთში,  მონასტერში შეკერილი ნიღბები რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს და სამედიცინო პერსონალს უსასყიდლოდ დაურიგდება

კახეთში,  მონასტერში შეკერილი ნიღბები რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს და სამედიცინო პერსონალს უსასყიდლოდ დაურიგდება

24/04/2020 12:57:29 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

კახეთში, დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო ევროკავშირის მხარდაჭერით 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ნიღბები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე სამედიცინო პერსონალს უსასყიდლოდ დაურიგდება. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის დაფინანსებით და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თანადგომით, დედებმა სამკერვალო 2019 წელს ააშენეს და კეთილმოაწყვეს. სახელოსნო ტურისტებს ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილ ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს სთავაზობს. ასევე, ადგილობრივ ქალბატონებს ტრადიციული ხელსაქმის შესწავლას და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S