Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრე ვარ“

მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრე ვარ“

24/04/2020 15:32:14 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მშვიდობის მომხრეა. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ 11–წუთიან ინტერვიუში ისაუბრა.

„დოიჩე ველე“ დაინტერესდა, როგორ აპირებს სააკაშვილი, შეასრულოს უკრაინის პრეზიდენტის დაპირება, დონბასში მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აბსოლუტური მომხრე ვარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, ნიშნავს, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკის მომხრეა. ორი დღეა ვუყურებ, რომ რუსულ მედიაში სრული ისტერიკაა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებაც იცის. ამიტომ, რადგან მან ეს ნაბიჯი გადადგა, მან იცის, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებლად აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება “, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მშვიდობა განსხვავებული გზებით მიიღწევა რაც, ახლა მარტივი არ არის.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S