Accentnews.ge
“საქართველოს მთავრობის განცხადება უკრაინის შიდა სააქმეებში ჩარევაა”

“საქართველოს მთავრობის განცხადება უკრაინის შიდა სააქმეებში ჩარევაა”

24/04/2020 16:07:54 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების განცხადება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვის თაობაზე უკრაინის სუვერენულ საქმეებში ჩარევას წარმოადგენს, - თვლის უმაღლესი რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია.

«თუ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, საქართველოს უფრო მძიმე ექნება, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არ არის, რომ თქვას, დიპლომატიური პრობლემები გექნებათო. ეს საქართველოა… ეს არ უნდა დაავიწყდეთ», – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავადაც ქართველია და “მშვენივრად ესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში».

«ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და მსოფლიოში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გვეტყვის, ვინ უნდა დანვიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა», – განაცხადა არახამიამ.

პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა, რომ საქართველოს ბევრი უკრაინელი ტურისტი სტუმრობს.

«ასე, რომ საქართველოსთვის ნამდვილად არ იქნება ხელსაყრელი, ტურისტული ნაკადი მხოლოდ იმის გამო დაკარგოს, რომ ვიღაცამ ვიღაც სადღაც დანიშნა», – დასძინა არახამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს დაადასტურა, რომ უკრაინიდან შესაძლოა, საქართველოს ელჩი გაიწვიონ კონსულტაციებისათვის, თუ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S