Accentnews.ge
"საქართველოს რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა თანამდებობაზე, ხომ შექმნიდა დიდ უხერხულობას?!"

"საქართველოს რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა თანამდებობაზე, ხომ შექმნიდა დიდ უხერხულობას?!"

25/04/2020 09:07:11 საშინაო პოლიტიკა

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე–პრემიერად შესაძლო დანიშნვას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ უკრაინამ პირველ რიგში, ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.

"არ მგონია ეს იმის საპირწონე იყოს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაზიანდეს და ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა რომელიმე მაღალ თანამდებობაზე, ხომ ბუნებრივია, რომ ეს ძალიან დიდი უხერხულობას შექმნიდა ამიტომ, აქედან უნდა ამოვიდეთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S