Accentnews.ge
კრავჩუკი – სააკაშვილზე: "უკრაინა თავად გადაწყვეტს"

კრავჩუკი – სააკაშვილზე: "უკრაინა თავად გადაწყვეტს"

26/04/2020 07:27:22 პოლიტიკა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს, ხოლო ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის თაობაზე, „უკიდურესობაა“.

„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშნვასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია“ , - განაცხადა კრავჩუკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, ვინ, სად და როგორ დანიშნოს.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინიელ კოლეგას წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

ხოლო საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართვლოს შესაბამისი რეაქცია ექნება და ელჩს მინიმუმ, კონსულტაციებითვის გამოიწვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S