ვანო მერაბიშვილი – ლევან ბერძენიშვილზე: "ძალიან გამიხარდა, რომ ერთამანეთს გავუგეთ"
26/04/2020 19:28:11 პოლიტიკა
"მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შს ექს–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მერაბიშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მას აპატია 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება
„მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო, რადგანაც მასთან საუბარი მინდოდა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი. მას, ასე ვთქვათ, ახალმა პოლიტპატიმარმა ძველ პოლიტმატიმარს დავურეკე და გავცვალეთ აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთამანეთს გავუგეთ, მანაც მაპატია ის, რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყონის დროს“ , - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.


