ხედავს თუ არა მერაბიშვილი ივანიშვილს ციხეში
26/04/2020 20:00:54 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველომ გაკეთა დიდი პაუხა, რაც თანამდედროვე სამყაროში ტრაგედიაა და ამაზე პოლიტიკური თვალსაზრისით პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, ხოლო სამართლებრივი პასუხაიმგებლობა უნდა განსაზღვროს შესაბამისმა უწყებამ. ამის შესახებ მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში კითხვაზე, ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ციხეში, პასუხის გაცემისას ისაუბრა.
მისი თქმით, ხალხი უნდა გაერთიანდეს და ხელისუფლება შემოდგომაზე უნდა შეცვალოს.
„ვთლი, რომ ნებიმიერი პოლიტიკური შურისძიება შესაძლოა, საქართველოსთვის განვითარებითვის საზიანო იყოს. ვთვლი, რომ მომავალ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ დაკავდეს და დიდი დრო დაუთმოს წარსულ საქმეებს. ხოლო საკითხი, ვინ უნდა იჯდეს, ამაზე უნდა იფიქროს პროკურატურამ, შს სამინისტრომ. მე გარანტიას გაძლებთ, რომ არც ერთ ამ თანამდებობაზე არ ვიქნები. ეს პოლიტიკოსმა არ უნდა გადაწყვიტონ“,– განაცხადა მერაბიშვილმა.


