Accentnews.ge
ვანო მერაბიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს

ვანო მერაბიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს

26/04/2020 20:20:35 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პარტიულ აქტიურებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ პარტიასთან ერთად აპირებს საქმიანობას.

როგორც მერაბიშვილი ამბობს, თავად იმ ფაქტით, რომ "ევროპული საქართველო" და ენმ გაიყო, ძალიან უკმაყოფილოა და მოხარულია, რომ ამჟამად ფართო კოალიციაში თანამშრომლობენ.

„დღეიდან გააქტიურებული ვარ. ვესაუბრები მეგბრებს, თანამებრძოლებს ყველა პარტიიდან.

ჩემი ამოცანაა, ქართველ ხალთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლება. აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ახლა არ გეტვით“.

მისივე თქმით, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევა ისე, რომ არ დააზიანოს, თუმცა არ აზუსტებს, როგორ.

„მე არ მაქვს თანამდებობრივი ამბიცია. მაქვს პოლიტიკური ამბიცია: შეიცვალოს ხელისუფლება, ხელისუფლებაში ნორმალური ხალხი მოვიდეს და ჩემი მმართველობით პოლიტიკაში მონაწილეობა მინიმალური იქნება. ჩემი მთავარი კონცენტრაცია საზოგადოებრივ მუშაობაში იქნება“,– დასძენს მერაბიშვილი.

კითხვაზე, ეწყინა თუ არა მას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი რჩევა, დაისვენოს, მერაბიშვილმა უპასუხა:

„კარგი ურთიერთობა მაქვს სააკაშვილთან...რამოდენიმე ქვეყანა მოვიარე, მათ შორის სააკაშვილის დახმარებით“.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს, ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარიმარტია.

ხოლო კითხვაზე, შეუძლია, თუ არა მასთან ერთად პოლიტიკურ გეგმებზე ფიქერი. მერაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „ფაქტია, რომ დღეს ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოქრუაშვილი ხელმძღვანელობს, იმ ფართო კოალიციის წევრია, რომელშიც საკუთარ თავს განვიხილავ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S