Accentnews.ge
მერაბიშვილი – „ციხის კადრებზე“: ეს სერიოზული პრობლემა იყო“

მერაბიშვილი – „ციხის კადრებზე“: ეს სერიოზული პრობლემა იყო“

26/04/2020 20:43:20 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. „ციხის კადრების“ სერიოზული პრობლემა იყო.

„ვიფიქრეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. პრობლემა არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პრობლემა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა პრობლემა“,– განაცხადა მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, კადრების ნაწილი დადგული იყო, მაგრამ დადგმული არ იყო ე.წ. კარანტინის დაშლა:

„მაგრამ, ერთმა არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა დანარჩენებს. თუმცა ეს სრულიად არ გვამართლებს“.

კითხვაზე, როგორ მოხერხდა ციხეში „კადრების დადგმა“ და ხომ არ ფიქრობს, რომ „მფარველობაში“ რომელიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩარეული, მერაბიშვილი პასუხობს:

„თავისთავად ამის გაკეთება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. თუ ციხის თანამშრომელი ამას ახორციელებს, ამაში რა პობლემაა? პრობლემა ისაა, რომ ასეთი ადამიანი მუშაობს სამსახურში. ეს იყო პრობლემა, რომ ჩვენმა სისტემამ ეს ვერ ამოაგდო“.

ყოფილი პრემიერი პროცესში შს სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S