„6 დღეა, არ მიჭამია“ – ჯაფარიძის პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან
27/04/2020 09:35:49 პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფომანნსი გამართა. კერძოდ, ჯაფარიძე მოწყალებას ითხოვს და განმარტავს, რომ ამ ფორმით ხალხის სათქმელს ამბობს.
„ხალხი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა ხელისუფლებამ. პრეზიდენტის დეკრეტებმა. ისინი ვერ გამოდიან, ვერ ბედავენ და მე ვმათხოვრობ მათ ნაცვლად“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ბანერზე, რომელზეც წარწერა ფრანგულადაა გაკეთებული, წერია: "6 დღეა არ მიჭამია". ჯაფარიძის თქმით, წარწერა ფრანგუ ენაზე სპეციალურად გააკეთა, რარა საქართველოს პრეზიდენტმა უკეთ გაიგოს მისი სათქმელი.
„6 დღეა, არ მიჭამიაო“ ისეთი ფრანგულით მიწერია, როგორითაც ზურაბიშვილი მეტყველებს, იმედია გამოვა და ნახავს“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის: იპოდრომზე გამართული აქციის გამო ჯაფარიძე უკვე დაჯარიმდა 3 000 ლარით.


