თბილისის საპატრულოს მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
27/04/2020 10:09:01 პოლიტიკა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა. ჯოხაძემდე ამ თანამდებობას კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას ითავსებდა.
როგორც შსს–ში განმარტეს, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე შტატად გამოიყო და ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე დაინიშნა.
კახა ბუხრაძე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.


