Accentnews.ge
სააკაშვილის დედა – ჟურნალისტს: „ასეთი სახლის შეძენა შემეძლო“

სააკაშვილის დედა – ჟურნალისტს: „ასეთი სახლის შეძენა შემეძლო“

27/04/2020 11:35:36 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეიბუქ"–გვერდზე დედის გიული ალასანიას ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

მიმართვაში ალასანია უკრაინელ ჟურნალისტს სერგეი პოიარკოვს პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია Zik-ის ეთერში ეჭვები გამოთქვა კიევში სააკაშვილის მშენებარე სახლის ფინანსებთან დაკავშირებით.

გიული ასალანიამ განმარტა, რომ სახლი არც ისე დიდია და მისი ხელფასი კი თვეში 10 ათასი დოლარია.

„ახლახანს გავიგე, რომ ვინმე პოიარკოვს ეჭვი გამოუთქვამს, რომ ნაკვეთი რომელზეც ეს სახლი დგას ჩემი ნაყიდია. საქმე ისაა, რომ მე პროფესორი ვარ, საქართველოში ერთ-ერთი უმხვილესი კერძო უნივერსიტეტის University of Georgia-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი. უკვე დიდი ხანია ჩემი თვიური ანაზღაურება საშუალოდ 10 ათასი დოლარია. ეს ნაკვეთიც სულ ათასი კვადრატული მეტრია, სამი წელია სახლი შენდება, რომლის ფართობიც სულ 100 კვადრატულია, ეს სრულიად მომცრო სახლია, და ვფიქრობ სრულებით შემეძლო ასეთი სახლის ქონის უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის. მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვცხოვრობ, ამასვე აკეთებდა ჩემი ვაჟიც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არავის მივცემ მისი და ჩემი ცილისწამების უფლებას“, - აცხადებს გიული ალასანია მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S