Accentnews.ge
„ივანიშვილის გუნდმა საქართველო–უკრაინის ურთიერთობები დააზიანა“

„ივანიშვილის გუნდმა საქართველო–უკრაინის ურთიერთობები დააზიანა“

28/04/2020 14:22:58 პოლიტიკა

ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, საქართველო არ ჩაერიოს უკრაინის შიდა საქმეებში, ამიტომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ აფასებს,– ამის სესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააზიანა უკრაინა–საქართველოს ურთიერთობები. .

„ივანიშვილის გუნდმა დააზიანა საქართველო–უკრაინის ურთიერთობები და ამით უპრინციპოდ კი არ მოიქცა, საქართველოს ინტერესები დააზიანა: საქართველოს ინტერესშია, უკრაინასთან ერთად იყოს, რადგან უკრაინა ლოკომოტივია პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენს შანსები, რომ პუტინის საფრთხე შევამციროთ – გავაღწიოთ ამ ჭაობიდან, ეს დააზიანა ივანიშვილის ხელისუფლებამ დღიდან მმართველობაში მოსვლისა“.

ცნობისთვის: უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის პარლამენტიდან გაითხოვა მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხში ვიცე–პრემიერ–მინისტრად დანიშნვის საკითხი,– ამის შესახებ Цензор.НЕТ–ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, სააკაშვილის დანიშნვის საკითხი ამ ეტაპზე დაბლოკილია და გაურკვეველია, განიხილება თუ არა:

„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200 წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S