Accentnews.ge
არის თუ არა სანდო SUTD–ს პროგნოზი საქართველოში პანდემიის დასრურების თარიღთან დაკავშირებით – გამყრელიძის კომენტარი

არის თუ არა სანდო SUTD–ს პროგნოზი საქართველოში პანდემიის დასრურების თარიღთან დაკავშირებით – გამყრელიძის კომენტარი

28/04/2020 16:40:30 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, არის თუ არა სანდო სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრების პროგნოზი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში პანდემიის დასრულების შესახებ.

„ამ ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მოდელირება გაკეთდა პანდემიის და ეპიდემიის გავრცელების შესახებ. ჩვენც ბევრი მათემატიკური მოდელი გამოვიყენეთ. მათ შორის, მივყვებით ბაზელის მოდელს. როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესს, რატომღაც ძალიან ახლოს მივდივართ იმ ციფრებთან, რასაც ბაზელის მოდელი გვეუბნებოდა. რეალური სიტუაცია ბაზელის მოდელის მიხედვით ემთხვევა ვითარებას, რაც დღეს საქართველოში რეალურად გვაქვს. რაც შეეხება სინგაპურის კვლევას, ეს მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული. უმრავლესობა მოდელებისა ეყრდნობა იმას, რომ როდესაც ივნისის დასაწყისში ე.წ. მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზულად უნდა ითამაშოს ვირუსზე. უმრავლესობა მეცნიერებისა ემხრობა იმას, რომ ზაფხულში კლების ერთ–ერეთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ტემპერატურული ფაქტორი. ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი. არის გამოცდილება, დიდი ხნის დაკვირვებები რესპირაციული ვირუსების ქცევის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ჩნდება NO - მეცნიერებმა კარგად იციან კორონავირუსის დანარჩენი ექვსი ტიპი, მაგრამ მეშვიდე ტიპს მხოლოდ 4 თვის ისტორია აქვს და კარგად არ იციან. ამიტომაა ალბათობით ბევრი დაშვება, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ“,– განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, შეზღუდვები შემსუბუქდება, თუმცა დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, შეკრებებისათვის თავის არიდება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ხოლო ასაკოვანი ადამიანებისთვის შინ დარჩენის რეკომენდაცია ერთი თვის, თვენახევრის შემდეგ შესაძლოა, მკაცრად აღარ იყოს:

„ექვსი – რვა თვის შემდეგ ჩვენ ალბათ გვექნება ახალი წამალი, ან წამლები, რომლებიც კორონავირუსზე პირდაპირ იმოქმედებენ. წლის ბოლოსთვის დიდი ალბათობით ვაქცინა გვექნება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S