ბარამიძე: „ახლახანს დასრულდა სააკაშვილის შეხვედრა რადაში“
28/04/2020 17:11:55 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს.
„ინფორმაციას, რომ კანდიდატურა გამოწვევულია, ამ მომენტისთვის ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. სულ ახლახანს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა რადაში ფრაქცია „გოლოსთან“. შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო – კონსტრუქციურ რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა. ფრაქცია უმრავლესობაში არ შედის, მაგრამ განწყობილები არიან კორუფციასთან ბრძოლის ხაზის მხარდასაჭერად. ამიტომ, მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ფრაქციასთან საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოვიდოდა“,– განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაციის საპასუხოდ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელიმა განაცხადა, რომ „მინისტრთა კაბინეტის დონეზე სააკაშვილზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“.


