Accentnews.ge
„სალომე ზურაბიშვილი ყოველი მორიგი განცხადებით „ახალ სიმაღლეს“ იპყრობს“

„სალომე ზურაბიშვილი ყოველი მორიგი განცხადებით „ახალ სიმაღლეს“ იპყრობს“

29/04/2020 07:13:54 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უკრაინის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს.

„საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება არის მორიგი ჩვენება, როგორი უპასუხისმგებლო პრეზიდენტი გვყავს, რომელიც თავისი შეფასებებით ერევა ჩვენი პარტნიორის შიდა საქმეებში; რომელიც არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ დაპირისპირებას სახელმწიფოს ინტერესები გადააყოლოს და ამას აკეთებს ღიად. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ არ შეეფერება თანამდებობას ზურაბიშვილი. ასეთი განცხადებები ბევრი გაუკეთებია, მაგრამ ყოველი მორიგი განცხადებით „ახალ სიმაღლეს“ იპყრობს. ბოლო განცხადება კარგი მაგალითია იმისა, რგოორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი, როგორ არ უნდა ერეოდეს პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში. საბოლოო ჯამში, ამის შედეგი ქვეყნისთვის ცუდი იქნება“,– განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაციის საპასუხოდ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელიმა განაცხადა, რომ „მინისტრთა კაბინეტის დონეზე სააკაშვილზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“.

28 აპრილს განცხადება გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნდობის დეფიციტი გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S