Accentnews.ge
მედია: სააკაშვილს შესაძლოა, სხვა თანამდებობა შესთავაზონ

მედია: სააკაშვილს შესაძლოა, სხვა თანამდებობა შესთავაზონ

29/04/2020 08:04:23 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, რეფორმების შესახებ უკრაინის ეროვნული საბჭოს წევრობა შესთავაზონ.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ამ საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შეხვედრა გამართა.არაოფიციალური წყაროების ცნობით, სააკაშვილის მთავრობაში დანიშნვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების გამო, მისი რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლის ვარიანტი განიხილება.

22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ლიდერმა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა. 28 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაციის საპასუხოდ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელიმა განაცხადა, რომ „მინისტრთა კაბინეტის დონეზე სააკაშვილზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S