Accentnews.ge
ჩუგოშვილი – კონსტიტუციაზე: „ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს არჩევნების თარიღი“

ჩუგოშვილი – კონსტიტუციაზე: „ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს არჩევნების თარიღი“

29/04/2020 10:34:51 პოლიტიკა

იურისტი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეიცვალოს, ეს არჩევნების პერიოდში საგანგებო მდგომარეობის არსებობაა. ამდენად, ჩუგოშვილისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს პრზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან ექვს თვეში იქნება შესაძლებელი არჩევნების გამართვა.

როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

„ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა არ გვექნება ოქტომბერში, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათავლისწინებული – ოქტომბრის ბოლოს. 6–თვიანი მონაკვეთი ადრე ეწერა კონსტრიტუციაში და ახლა რატომ გააქტიურდა ეს თემა, ვერ ვხვდები, რადგან მსგავსი შეზღუდვა არ გვაქვს. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს არჩევნების თარიღი – თუ პერიოდში, როდესაც არჩევნები უდა ჩატარდეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იქნება. იმედი მაქვს, ჩვენ ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მოგვიწევს. როგორც ჩანს, ვუმკლავდებით ვირუსს, როგორც ქვეყანა და წესით, მაისის ბოლოსთვის – ივნისში ყველა შეზღუდვა მოხსნილი უნდა იყოს, საგანგებო მდგომარეობის ვადა კიდევ უფრო ადრე უნდა ამოიწუროს და ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმში უნდა გადავიდეთ, მათ შორის – არჩევნები ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა ჩატარდეს. ჯერ–ჯერობით, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ არჩევნების თარიღს რამე უნდა დაემუქროს. ჩემი მოლოდინია, რომ ის ჩატარდება ოქტომბრის ბოლოს“,– განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიცვალა, ისაა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება საგანგებო რეჟიმის პირობებში არ აქვთ, ხელისუფლება კი ფაქტობრივად კამპანიის რეჟიმშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S