Amnesty International: "საქართველოში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ზომების ნაწილი დისკრიმინაციული იყო"
29/04/2020 14:18:33 პოლიტიკა
საქართველოში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ზომების ნაწილი დისკრიმინაციული იყო - ამის შესახებ „AMNESTY INTERNATIONAL“-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომელიც რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შეეხება.
ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში რელიგიური შეკრებები იმ დონეზე არ იყო შეზღუდული, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას სააღდგომო ლიტურგიები ვერ ჩაეტერებინა. ამავე დროს ანგარიშში წერია, რომ დაკითხვაზე დაიბარეს საქართველოში მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ რამადანის დაწყების შემდეგ მეჩეთებს ისინიც გახსნიდნენ და ელოდნენ, რომ მთავრობა ამ საკითხსაც ისეთივე გაგებით მოეკიდებოდა, როგორც ეს მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში მოხდა.


