Accentnews.ge
საპატრულოს ყოფილი უფროსის ადვოკატი: "ელემენტარული რაღაციდან აჟიოტაჟია ატეხილი"

საპატრულოს ყოფილი უფროსის ადვოკატი: "ელემენტარული რაღაციდან აჟიოტაჟია ატეხილი"

30/04/2020 07:19:11 სამართალი

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ცინარიძეს ბრალი გამოკითხვის გარეშე წარედგინა, ხოლო საქმეში ერთი პირის ჩვენება დევს.

კითხვაზე, აღიარებს, თუ არა ბრალს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლით მოსპობით მუქარას და ოჯახურ ძალადობას ედავება, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს კითხვა გამომძიებლებს ცინარიძისთვის არ დაუსვამთ, მაგრამ თუ თავად ადვოკატის პოზიციით ვიმსჯელებთ, ის ბრალდებას არ ეთანხმება.

"ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია, სანქცია მძიმე არ აქვს, მაგრამ ბრალდებას ამ საქმის სასამართლოზე გატანა და გამამტყუნებელი განაჩენით დასრულება ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან საქმე მტკიცებულებების კუთხით ძალიან სუსტია. არ მინდა, დრამატიზირებული სიტყვები ვიხმარო, მაგრამ ელემენტარული რაღაციდან აჟიოტაჟია ატეხილი. მეუღლეებს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს და რესურსი, რომ ოჯახმა ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, არსებობს",– განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: 28 აპრილს დავით ცინარიძე სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ის ადგილზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ცინარიძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებით გახდა. ვიდეოში ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა. დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.

თავად ყუშიტაშვილმა თავდაპირველად მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა უარყო, თუმცა შემდეგ ერთ–ერთ ინტერვიუში დაადასტურა.

იხილეთ ასევე: რას ითვალისწინებს საპატრულოს ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S