Accentnews.ge
"მთავრობის გადაწყვეტილება ექიმების, ექთნების ნაწილს უმუშევრად დატოვებს"

"მთავრობის გადაწყვეტილება ექიმების, ექთნების ნაწილს უმუშევრად დატოვებს"

30/04/2020 07:35:51 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის და დასაქმებული ექიმების, ექთნების ნაწილს უმუშევრად დატოვებს.

„ოჯახის ექიმები გახარიასა და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ: 520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი და მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. მისი თქმით, COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

ჭიაბერაშვილის აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S