Accentnews.ge
პესკოვმა სააკაშვილს «ავის მომასწავებელი» უწოდა

პესკოვმა სააკაშვილს «ავის მომასწავებელი» უწოდა

30/04/2020 08:46:49 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერკოსმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვა “უკრაინელების საქმეა, თუმცა მთლიანობაში, სააკაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა ძალიან ავის მომასწავეელი ნიშანია».

მისივე აზრით, "ცუდის ნიშნად" იქცა ეს პოლიტიკოსი ექს-პრეზიდენტ პოროშენკოსთვისაც, რომელმაც სააკაშვილი თავის დროზე ოდესის ოლქის გუბერნატორად დაასაქმა. "მასაც [პოროშენკოს] რეიტინგები, ასე ვთქვათ, მიუმცირდა ამის შემდეგ. ამიტომაც შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი საქმე არ არის", - დასძინა პესკოვმა.

ცნობისთვის: მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ქვეყნის პარლამენტიდან გაითხოვა, თუმცა ოფიციალურ დონეზე განაცხადეს, რომ საკითხი არ განხილულა. ამასთა, მედია წერს, რომ სააკაშვილს შესაძლოა, სხვა თანამდებობა შესთავაზონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S