აშშ–ის საელჩო: „დეგნანმა მოითხოვა, რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები“
01/05/2020 08:25:04 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო კელი დეგნანის ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ვიზიტის შესახებ ინფორმმაციას ავრცელებს.
„ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები, „განსაკუთრებით COVID-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად“. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო, განსაკუთრებით, ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სიცოცხლის გადამრჩენელი მუშაობის შესახებ. ელჩმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.


