Accentnews.ge
მთავრობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება: "ფორს-მაჟორში ჩვენ აღარ ვართ"

მთავრობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება: "ფორს-მაჟორში ჩვენ აღარ ვართ"

04/05/2020 07:29:52 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მთავრობის მუშაობის რეჟიმში ვუბრუნდებით ჩვეულებრივ სტილს, რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია. ამის საშუალებას გვაძლევს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგირუი მდგომარეობა და ის როგორც მართავს ამ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევეგუოთ ამ გამოწვევის მართვას. ეს არის კრიტიკულ მნიშვნელოვანი და ყოველი მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით, შემდგომ უკვე გადავალთ უფრო და უფრო მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა ეპიდსიტუაციას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს უმკლავდება და ქვეყანა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღარ იმყოფება.

"ჩვენ აღარ ვართ ფორს-მაჟორში. ჩვენ ვმართავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ახლა ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმას. თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ღიად გასცეთ პასუხი. ჩვენი წარმატების საფუძველი პირველ რიგში არის ეპიდემიის დაძლევა და ასევე ეკონომიკის აღორძინება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S