Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“ –  600 000 თვითდასაქმებული დახმარების გარეშე რჩება

„ევროპული საქართველო“ –  600 000 თვითდასაქმებული დახმარების გარეშე რჩება

04/05/2020 10:48:07 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არასრულყოფილია, რადგან ის დახმარების გარეშე ტოვებს 600 ათას თვითდასაქმებულს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს.

ის ორ ხარვეზზე მიუთითებს: არასრულყოფილება და შესრულების ნელი ტემპი

„გეგმა ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 ათას თვითდასაქმებულს, ამასთან, გეგმა საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ და ხელფასი დაკარგეს, ანუ ეს არის არასრულყოფილი დახმარების გეგმა, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას იმიტომ, რომ არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას. გარდა ამისა, შესრულება ძალიან ნელა ხორციელდება: თვენახევარი გავიდა საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან, ორი კვირა გავიდა მთავრობის მიერ ამ გეგმის წარდგენიდან და ვხედავთ, რომ დღემდე არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ არის გადადგმული, არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ მიუღია დახმარება და ახლა მიდის მსჯელობა, რას დაამტკიცებენ და როგორ სამომავლოდ. უნდა გვესმოსდეს, რომ ყველა დაკარგული დღის ანაზღაურებას მომავალში შეიძლება, რამდენიმე თვე არ ეყოს, იმხელა ზიანს ვიღებთ ახლა“,–განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის: თვითდასაქმებულებისათვის 300–ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციაა გათვალისწინებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითდასაქმებულები შეძნებენ შემოსავლის წყაროს დადასტურებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S