საქართველოში “უკვდავი პოლკის” ონლაინ-მსვლელობა იგეგმება
04/05/2020 14:40:31 პოლიტიკა
9 მაისს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში “უკვდავი პოლკის” ონლაინ-მსვლელობა გაიმართება, - იუწყებიან ორგანიზატორები და განმარტავენ, რომ ღონისძიების ფორმატი ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო შეიცვალა.
"ჩვენი აქცია ნაწილი იქნება მთელს მსოფლიოში დაგეგმილი ონლაინ-მსვლელობისა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი – ეს ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა საქართველოსთვის ჩვენს თანამედროვე საერთო ისტორიაში” – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ამასთან, ისინი მიუთითებენ, რომ «საქართველოს უკვდავი პოლკი» 2019 წელს ოფიციალურადაა დარეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და «აღნიშნული სახელწოდების გამოყენების უფლება მხოლოდ ამ ორგანიზაციას აქვს”.
• გასულ წელს “უკვდავი პოლკის” მსვლელობის მონაწილეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლები მოხდა. კონტრაქციის მონაწილეებმა, რომელთაც რუსი სამხედროების მიერ 2008 წელს ნაწამები გმირის – გიორგი ანწუხელიძის ფოტოები ეკავათ, პოლიციას იმ კანონის აღრულებისკენ მოუწოდეს, რომელიც საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.
• ამასთანავე, მოხდა დაპირისპირება კიდევ ერთი ორგანიზაციის მიერ გამართული მსვლელობის მონაწილეებთან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ “უკვდავი პოლკის” აქციის გამართვის უფლება სწორედ მათ ჰქონდათ და არა ზემოთხსენებულ ორგანიზაციას.


