მიხეილ საკაშვილი: „ალერგია მაქვს კაბინეტებზე“
04/05/2020 17:30:44 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში თანამდებობაზე მის დანიშნვას გამოაცხადებს.
„ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში.
მას დეტალები არ დაუზუსტებია. უკრაინული მედიის ინფორმაციით კი საქართველოს მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს.


