Accentnews.ge
მმართველ გუნდში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ

მმართველ გუნდში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ

05/05/2020 09:28:39 პოლიტიკა

მმართველ გუნდში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ 22 მაისისთვის ქვეყანაში იქნება ისეთი მოცემულობა, რომელიც მისი თქმით, აუცილებელს გახდის შეზღუდვების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში, ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ თუ შეზღუდვების მცირე ნაწილის დატოვება მოუწევს ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის ვადის შემდეგაც, ანუ 23 მაისის შემდეგ, ამისთვის შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაც საჭირო გახდეს.

არასამთავრობო ორანიზაციები კი აცხადებენ, რომ დროა, დაიწყოს დისკუსია, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ღნიშნავს, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას შეუწყობს ხელს.

“შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე. მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას და მოდელის დახვეწას, რომელიც შეიძლება პროექტის შემოთავაზების სახითაც მივიღოთ, ან ჩვენ შევთავაზოთ კონკრეტული გეგმა და ამის მოდიფიცირება, დახვეწა შევძლოთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგროც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის. იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S