
საქართველოს პრეზიდენტი: „არსებული კრიზისის მიუხედავად, ჩვენი გზა NATO–სკენ გაგრძელდება“
05/05/2020 10:58:42 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და NATO–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა NATO–ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან. პანდემიის შემდეგ შავი ზღვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს და მისი სტაბილურობა ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტად რჩება. არსებული კრიზისის მიუხედავად, ჩვენი გზა NATO–სკენ გაგრძელდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.