
"NATO საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას განაგრძობს"
05/05/2020 17:09:02 საგარეო პოლიტიკა
NATO გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას განაგრძობს.
"კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. NATO განაგრძობს ჩვენი ღირებული პარტნიორისთვის – საქართველოსათვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას, მათ შორის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს დამცავი აღჭურვილობის გამოყოფისთვის“ , - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.