Accentnews.ge
“მიხეილ სააკაშვილი დღეს სავარაუდოდ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნება”

“მიხეილ სააკაშვილი დღეს სავარაუდოდ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნება”

06/05/2020 09:09:22 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სავარაუდოდ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნება და ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში, - წერს Facebook-ში Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი.

«ანუ, ზელენსკი სააკაშვილს აძლევს სახელმწიფო სტატუსსა და ტრიბუნას კრიტიკისა და ინიციატივების გასაჟღერებლად და სააკაშვილს მათი მოდელირება შეეძლება. და, რაღა თქმა უნდა, მას ეძლევა ახლა უკვე შეუზღუდავი შესაძლებლობები, აკომენტაროს ნებისმიერი სახელმწიფო საკითხი ტელეარხებზე. დიახ, ვიცე-პრემიერის სტატუსი, რომლის სააკაშვილისთვის მინიჭებაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს, უფრო წონადი იყო, მაგრამ საინფორმაციო სივრცეზე მშვენიერი წვდომა უზუნველყოფილია», - აღნიშნავს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, უკრაინაში მოქმედი პრორუსული მედიის მასირებული შეტევისა და რუსული პროპაგანდის მთელი სიმძლავრის მიუხედავად, ზელენსკიმ დანიშნვის გადაწყვეტილება მიიღო.

“Цензор.НЕТ”-ის წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი პირველ ხანებში რაიმე მკვეთრი პოლიტიკური მოძრაობების განხორციელებას, კონფლიქტებს არ გეგმავს, - «მისი ამოცანაა, განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი”.

“გლობალურად, ეს იქნება დერეგულაციასთან დაკავშირებული თემები. ზელენსკის სააკაშვილისთვის რაიმე მკაფიო სტრატეგია არ განუსაზღვრავს, ამიტომაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს ხელები გახსნილი აქვს», - წერს ბუტუსოვი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

• საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშნვის შემთხვევაში უკრაინიდან შესაძლოა, საქართველოს ელჩი გაიწვიონ.

• სააკაშვილის კანდიდატურამ ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა საპრეზიდენტო ფრაქცია “ხალხის მსახურში”. მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მისი დანიშნვა დაიბლოკა.

• რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშნვა უკრაინის ვიცე-პრემიერად – თავად უკარინელების საქმეა, თუმცა ზოგადად მისი მონაწილეობა პოლიტიკაში “ძალზე ცუდის მომასწავებელია”.

• მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი იპოვეს, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S